Accessibility links

logo-print

ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრაში, დღეს


ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრაში, დღეს ბრიტანელ ჯარისკაცებთან შეტაკებას

ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრაში, დღეს ბრიტანელ ჯარისკაცებთან შეტაკებას
სულ მცირე ხუთი ერაყელი ემსხვერპლა. მათ შორის ორი ბავშვია. შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვარდნილ ბრიტანულ ვერტმფრენთან მიდიოდნენ. ერაყის პოლიციის, და ბრიტანელი ოფიცრების ინფორმაციით, ბრიტანელ ჯარისკაცებს ექსტრემისტებმა ქვები და ხელნაკეთი ბომბები დაუშინეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრიტანული ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა. ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. პოლიციის თქმით, შესაძლებელია ვერტმფრენს ჭურვი ჰქონოდა მოხვედრილი. თუმცა ამას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს. დღესვე, თიქრითში, თვითმკვლელმა მოიერიშემ სამი ერაყელი ოფიცრის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ სხვა ინციდენტის დროს, ბაღდადის ჩრდილოეთში სროლის დროს ორი ბავშვი დაიღუპა და ერთი ქალი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG