Accessibility links

logo-print

ირანი აცხადებს, რომ გავა ატომური


ირანი აცხადებს, რომ გავა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შემადგენლობიდან, თუკი გაეროს უშიშროების

ირანი აცხადებს, რომ გავა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შემადგენლობიდან, თუკი გაეროს უშიშროების
საბჭო თეირანს სანქციებს დაუწესებს მისი ბირთვული პროგრამის გამო. ამ გაფრთხილებას შეიცავს წერილი, რომელიც გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს გაუგზავნეს ირანის პარლამენტის დეპუტატებმა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა: "საქმეში გაეროს უშიშროების საბჭოს ჩართვა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება შეცვლის მოქმედებების მიმართულებას თანამშრომლობიდან დაპირისპირებისკენ." შაბათს უშედეგოდ დასრულდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა კონსულტაცია ირანის საკითხთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG