Accessibility links

ერაყში სულ ცოტა 30 ადამიანი


ერაყში სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა აფეთქებების სერიის შედეგად.

ერაყში სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა აფეთქებების სერიის შედეგად.
ყველაზე სისხლიანი ტერაქტი მოხდა შიიტების წმინდა ქალაქ ქერბალაში. თვითმკვლელმა დანაღმული მანქანა ააფეთქა ქალაქის ცენტრში მდებარე საკონტროლო პუნქტთან. აფეთქებისას სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. ბაღდადში მოხდა კიდევ ორი აფეთქება, რომელთაც მსხვერპლი მოჰყვა. ბრიტანეთის სამხედრო სარდლობამ დაადასტურა, რომ გუშინ ბასრაში ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სამხედრო ვერტმფრენის ავარიის შედეგად. ვერტმფრენი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც შეტაკება მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ბრიტანეთის ჯარებს შორის. დაიღუპა 5 ერაყელი.

XS
SM
MD
LG