Accessibility links

logo-print

გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი


გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მოუწოდებს

გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მოუწოდებს
, უარი თქვას სანკტ-პეტერბურგში დიდი რვიანის სამიტზე გამგზავრებაზე. ამერიკის ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ზეწოლას ახდენს მეზობელ ქვეყნებზე. ასოშიეიტედ პრესს მოჰყავს მისი სიტყვები იმის თაობაზე, რომ რუსეთი საგრძნობ რეგრესს განიცდის და რომ იგი, როგორც ჩანს, საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს. მაკკეინმა აღნიშნა ბუშისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კარგი პირადი ურთიერთობები და თქვა, რომ მეგობრობა თავდება იქ, სადაც იწყება დევნა და რეპრესიები.

XS
SM
MD
LG