Accessibility links

logo-print

ირანის წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა


ირანის წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ წერილი, რომელიც ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა

ირანის წარმომადგენელმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ წერილი, რომელიც ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა
აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მისწერა, შეიძლება გახდეს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის დიპლომატიური მოგვარების ახალი შანსი. ლარიჯანის წერილის შინაარსზე არაფერი უთქვამს, მან განაცხადა, რომ ის არ ნიშნავს ირანის პოზიციის შერბილებას. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ არავითარი წერილი ჯერ არ მიუღია.
გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები განაგრძობენ ირანის შესახებ რეზოლუციის პროექტზე მუშაობას, რომელიც საშუალებას უნდა იძლეოდეს, სანქციები დაუწესონ თეირანს, თუკი ის არ შეწყვეტს ურანის გამდიდრების სამუშაოებს. ჩინეთი და რუსეთი ამგვარი სანქციების წინააღმდეგი არიან.
XS
SM
MD
LG