Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს მოუდმივმა წევრებმა


გაეროს უშიშროების საბჭოს მოუდმივმა წევრებმა ჯერჯერობით ვერ შეათანხმეს ირანის ბირთვული პროგრამის

გაეროს უშიშროების საბჭოს მოუდმივმა წევრებმა ჯერჯერობით ვერ შეათანხმეს ირანის ბირთვული პროგრამის
თაობაზე რეზოლუციის პროექტი. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატებიც, ითვალისწინებს ირანისთვის სანქციების დაწესებას ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტაზე უარის გამო. ირანის უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოგვარება კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით შეიძლება. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული იარაღის მოპოვებას. პრეზიდენტი ბუში ტყუის - ჩვენი ქვეყნის თავდაცვით დოქტრინაში არ არის ადგილი ბირთვული იარაღისთვის. რაც შეეხება რუსეთის წინადადებას, ურანის გამდიდრება მასთან მოხდეს, ჩვენ უარყოფითად არ ვეკიდებით ამას, მაგრამ დამატებითი დრო გვჭირდება მოსკოვთან მოსალაპარაკებლად."
XS
SM
MD
LG