Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით


ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, წერილი,

ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, წერილი,
რომელიც მან შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს გაუგზავნა, შეიცავს ირანელი ხალხის შეხედულებებს ასახავს. მიუხედავად ამისა, აჰმადინეჟადი ჯერჯერობით უარს ამბობს წერილის შინაარსის გაცხადებაზე. "ჩვენი მუსულმანური თავაზიანობა ჯერჯერობით არ გვაძლევს ამ წერილის გამოქვეყნების საშუალებას. გვინდა ჯერ ვნახოთ რა რეაქცია ექნება და როგორ მოიქცევა ადრესატი და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ", თქვა ირანის პრეზიდენტმა. როგორც იტყობინებიან, აჰმადინეჟადის წერილი გმობს დასავლური ტიპის ლიბერალიზმს და დემოკრატიას. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, რომელიც გაეცნო წერილს, მასში აგრეთვე დაგმობილია შეერთებული შტატების მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა და მოკავშირეთა ჯარების ინტერვენცია ერაყში.

XS
SM
MD
LG