Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იმართება გაეროს ადამიანის უფლებების


დღეს იმართება გაეროს ადამიანის უფლებების ახალი საბჭოს არჩევნები.

დღეს იმართება გაეროს ადამიანის უფლებების ახალი საბჭოს არჩევნები.
საბჭოს შემადგენლობაში მოხვედრილ ქვეყნებს შორის არიან კუბა, ჩინეთი და საუდის არაბეთი. კენჭისყრა ჩატარდა ხუთიდან ოთხ რეგიონულ ჯგუფში. უკანასკნელ რეგიონულ ჯგუფში, აღმოსავლეთ ევროპაში კენჭისყრა ოდნავ მოგვიანებით გაიმართება. კენჭისყრის პირველ წრეში მხოლოდ რუსეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ მოაგროვეს საკმარის ხმები საბჭოში მოსახვედრად. პირველ რაუნდში მარცხი განიცადეს ერაყმა, ირანმა და ყირგიზეთმა. გაეროს ადამიანის უფლებების ახალ საბჭოში 47 ადგილია, ექვსით ნაკლები, ვიდრე მის წინამორბედ ორგანოში - ადამიანის უფლებების კომისიაში. საბჭოში ადგილები რეგიონებად არის დანაწილებული.

XS
SM
MD
LG