Accessibility links

ისრაელი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში


ისრაელი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავალი "სამშვიდობო კვარტეტის" გადაწყვეტილებას,

ისრაელი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავალი "სამშვიდობო კვარტეტის" გადაწყვეტილებას,
რომ ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ პირდაპირ პალესტინელ ხალხს. როგორც ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ციპი ლივნიმ აღნიშნა, ფონდის შექმნა "ჰამასის" მთავრობისთვის გვერდის ასავლელად შეესატყვისება ისრაელის პოზიციას, რომ საჭიროა პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება. მანამდე პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ გააკრიტიკა მსოფლიოს მთავრობები იმის გამო, რომ, ჰანიას შეფასებით, პალესტინელებს აიძულებენ, დათმონ პოზიციები, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელების ტერიტორიების ოკუპაციას კანონიერად მიიჩნევენ. ამასთან, ჰანიას არ უარუყვია სამშვიდობო შუამავლების გადაწყვეტილება, შეიქმნას საგანგებო პროგრამა პალესტინელებისთვის უცხოეთიდან ჰუმანიტარული დახმარების პირდაპირ მისაწოდებლად. "სამშვიდობო კვარტეტი" აერთიანებს გაეროს, ევროკავშირს, აშშ-სა და რუსეთს.
XS
SM
MD
LG