Accessibility links

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები


ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ერთი წლის წინ,

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ერთი წლის წინ,
უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში განვითარებული მოვლენების მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის მოწოდებით გამოდიან. Amnesty International-ი აცხადებს, რომ უზბეკეთის მთავრობა ანდიჟანის მოვლენებს კვლავ იყენებს საბაბად, რომ ეროვნული უსაფრთხოების და ტერორიზმთან ომის სახელით გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. Human Rights Watch-ის თანახმად, უზბეკეთის მთავრობას არაფერი გაუკეთებია მკვლელობებში დამნაშავეთა დასასჯელად. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ უზბეკეთის მთავრობა აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებზე კვლავ მწვავე ზეწოლას ახორციელებს.

უზბეკეთის მთავრობის ინფორმაციით, 2005 წლის 13 მაისს ანდიჟანში განვითარებულ მოვლენებს 190 ექსტრემისტის სიკვდილი მოჰყვა. მაგრამ მოწმეები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია - და მათ შორის ბევრი შეუიარაღებელი მოქალაქეც არის.
XS
SM
MD
LG