Accessibility links

logo-print

ერაყში სუნიტი სულიერი ლიდერის მკვლელობის


ერაყში სუნიტი სულიერი ლიდერის მკვლელობის, და

ერაყში სუნიტი სულიერი ლიდერის მკვლელობის, და
ძალადობის სხვა შემთხვევების გაპროტესტების მიზნით, შიიტმა სასულიერო პირმა, დიდმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ ქალაქში, სადაც მკვლელობა მოხდა, ყველა შიიტური მეჩეთის სამი დღით დაკეტვის ბრძანება გასცა. სისტანის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სისტანი იმამის სიკვდილის შემდეგ სუნიტებს უცხადებს სოლიდარობას. ორ ადამიანთან ერთად სუნიტი იმამი ოთხშაბათს, ქალაქ ზუბაირში მოკლეს. ძალადობის პასუხად, პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ სხვადასხვა რელიგიურ დაჯგუფებებს ძალადობის უარყოფის საქმეში გაერთიანებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG