Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დღეს სამართალდამცავი სტრუქტურების და


რუსეთში დღეს სამართალდამცავი სტრუქტურების და უშიშროების

რუსეთში დღეს სამართალდამცავი სტრუქტურების და უშიშროების
რამდენიმე მაღალჩინოსანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და გენერალური პროკურორის განცხადებებს ავრცელებენ. ამ განცხადებების თანახმად, გათავისუფლებულია სულ მცირე 10 ოფიციალური პირი. გათავისუფლებულებს შორის უშიშროების ფედერალურ სამსახურში ტერორიზმის, და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მომუშავე პირები არიან. გათავისუფლებულები არიან აგრეთვე მოსკოვის პროკურორის პირველი მოადგილე, პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი და საბაჟოს წარმომადგენლები. გათავისუფლების მიზეზები არ დასახელებულა. ოთხშაბათს ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში კორუფციასთან ბრძოლის ინტენსიფიკაციას გეგმავს.
XS
SM
MD
LG