Accessibility links

logo-print

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაეროს ინსპექტორებმა


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაეროს ინსპექტორებმა ირანში,

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაეროს ინსპექტორებმა ირანში,
ვაკუუმის ტუმბოებზე მაღალგამდიდრებული ურანის კვალს მიაგნეს. ეს მოხდა ობიექტზე, სადაც ირანი ბირთვული სამუშაოების წარმოებას უარყოფს. ვენაში მომუშავე დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურთ, აცხადებენ, რომ ლავიზან-შიანის ობიექტიდან აღებული ნიმუშების წინასწარი ანალიზი აღრმავებს ეჭვს, რომ თეირანი ურანის გამდიდრების რეალურ მასშტაბებს არ ამხელს. დიპლომატები არ აზუსტებენ, აჩვენა თუ არა ნიმუშებმა ატომური იარაღის წარმოებისთვის საჭირო გამდიდრების დონე.
XS
SM
MD
LG