Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დღეს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დღეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დღეს
განაცხადა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების და უშიშროების მაღალჩინოსნების გათავისუფლება კორუფციასთან ბრძოლის ნაწილი იყო. გათავისუფლებულებს შორის უშიშროების ფედერალური სამსახურის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟოს წარმომადგენლები არიან. მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები პარასკევს გაკეთდა. ორი დღით ადრე კი ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში კორუფციასთან ბრძოლის ინტენსიფიკაციას გეგმავს.
თუმცა დღეს პუტინმა განაცხადა, რომ ოთშაბათის გამოსვლა საგანგებოდ არ დაუმთხვევია მაღალჩინოსნების სამსახურებიდან გათავისუფლებისთვის. პუტინის თქმით, მან იცოდა იმ გამოძიებების შესახებ, რომლებმაც სამართალდამცავი სტრუქტურების და უშიშროების წარმომადგენლების სამსახურებიდან გათავისუფლება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG