Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა


უზბეკეთის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა

უზბეკეთის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა
ქალაქ ანდიჟანში, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დარბევის წლისთავი აღნიშნეს. დაახლოებით 60 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა აქცია ყირგიზეთის საზღვართან, ქალაქ ყარა-სუში გამართა. არასანქცირებული დემონსტრაცია მსოფლიოს მოუწოდებდა, არ დაივიწყოს ანდიჟანში მოკლული ადამიანები, და სისხლისღვრისთვის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს აგებინოს პასუხი. აქციას რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც დაესწრო. მისი ინფორმაციით, დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო. აი რა უთხრა ჩვენს კორესპონდენტს უზბეკეთის პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ისროილჯან ხოლდაროვმა - რომელიც ამჟამად ლტოლვილის სტატუსით ყირგიზეთში ცხოვრობს: [ხოლდაროვის ხმა]: ”ყორგიზეთ-უზბეკეთის საზღვრიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით მცირე ჯგუფმა აქცია მოვაწყვეთ. გასულ წელს ანდიჟანში მომხდარი მოვლენები გავიხსენეთ და დიქტატორ ქარიმოვის მმართველობის დასრულება მოვითხოვეთ”.
უზბეკეთის მთავრობის ინფორმაციით, 2005 წლის 13 მაისს ანდიჟანში განვითარებულ მოვლენებს 190 ექსტრემისტის სიკვდილი მოჰყვა. მაგრამ მოწმეები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია - და მათ შორის ბევრი შეუიარაღებელი მოქალაქეც არის, ქალების და ბავშვების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG