Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს დასავლეთის ნებისმიერ შეთავაზებას


ირანი უარყოფს დასავლეთის ნებისმიერ შეთავაზებას მისი ბირთვული პროგრამის გაყინვის თაობაზე.

ირანი უარყოფს დასავლეთის ნებისმიერ შეთავაზებას მისი ბირთვული პროგრამის გაყინვის თაობაზე.
ამის შესახებ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა. "ჩვენ მზად ვართ, დიალოგი ვაწარმოოთ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, ვითანამშომლოთ ყველა სახელმწიფოსთან, გარდა ისრაელისა. მაგრამ თუკი დიალოგს ან მოლაპარაკებებს შემოგვთავაზებენ ქვეყნები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ძალის პოზიციიდან შეუძლიათ გველაპარაკონ, არასოდეს წავალთ ამაზე." აჰმადინეჟადმა დასავლეთს ბრალი დასდო იმაში, რომ იგი ირანს თავს ახვევს თავის ნებას. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას მიაჩნიათ, რომ ისინი ჯერ კიდევ კოლონიურ ეპოქაში ცხოვრობენ. ორშაბათს ევროპის ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართავენ თათბირს ირანის ახალი წინადადებების თაობაზე.
XS
SM
MD
LG