Accessibility links

logo-print

კვირას, როცა ერაყის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი


კვირას, როცა ერაყის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი რთულ მოლაპარაკებებს მართავდა

კვირას, როცა ერაყის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი რთულ მოლაპარაკებებს მართავდა
ახალი მთავრობის შექმნის თაობაზე, ქვეყანაში არ წყდებოდა თავდასხმები და მკვლელობები. დღეს ერაყში მომხდარი თავდახმების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თვითმკვლელებმა ორი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს. დაიღუპა 14 ერაყელი. შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ ამერიკის ორი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ბაღდადში ბომბის აფეთქების შედეგად. ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად მოკლულია სულ ცოტა 12 ადამიანი, ქვეყნის სამხრეთში კი, ბასრაში, - ბრიტანეთის ორი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG