პულიცერის პრემიის ლაურეატის, ნელე ჰარპერ ლის დაბადებიდან. უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხელახლა უჩვენებენ ჰარპერ ლის სახელგანთმული რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს “მოკვდეს ჯაფარა?”. საქართველოში ეს, ეგრეთ წოდებული, “პედაგოგიური რომანი” და რომანის ეკრანიზაცია, შესაძლებელია, უფრო აქტუალურიც იყოს, ვიდრე 60-იან წლებში, როცა “მოკვდეს ჯაფარა?”, გრეგორი პეკის მონაწილეობით, საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა.
ჰარპერ ლის რომანი 1960 წელს დაიბეჭდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ბავშვების თვალით დანახული მოზრდილთა სამყარო ახალი არ ყოფილა ამერიკულ ლიტერატურაში: მწერალმა აღიარა, რომ რომანი მარკ ტვენის შემოქმედების გავლენით დაიწერა. მაგრამ ჰარპერ ლის, პროფესიით იურისტის, ეს ნაწარმოები ზოგიერთმა კრიტიკოსმა მაინც “სენსაციად” მონათლა. “მოკვდეს ჯაფარა?” შეერთებული შტატების უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოთი, პულიცერის პრემიით, აღინიშნა; წიგნი მრავალ ენაზე ითარგმნა, მათ შორის - ქართულად; რომანის ეკრანიზაცია კი, გრეგორი პეკით მთავარ როლში, ჰოლივუდის კლასიკად იქცა. გრეგორი პეკის მიერ შესრულებული სახე დღესაც ყველაზე დადებით გმირად ითვლება ამერიკული კინოს ისტორიაში.
“პედაგოგიური რომანი”, “რომანი აღზრდა” – ასე იხსენიებენ დღეს ამერიკაში ჰარპერ ლის რომანს. წიგნი დიდი ხანია ჩართულია ამერიკული სკოლების სასწავლო პროგრამებში, როგორც საუკეთესო საშუალება ბავშვებში აკვიატებული აზრებისგან გასათავისუფლებლად. 3 წლის წინ ინდიანას შტატის ერთი პატარა ქალაქის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას მოსთხოვეს ამოეღოთ პროგრამიდან ჰარპერ ლის წიგნი... ოღონდ არა იმიტომ, რომ “მოკვდეს ჯაფარა?” ამერიკელებისთვის მიუღებელ ფასეულობებს ამკვიდრებს... უბრალოდ, მშობლების აზრით, მწერალი მეტისმეტად ხშირად ხმარობს არაკორექტულ სიტყვას “ზანგი”... ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან და ეკითხებიან მშობლებს, “რას ნიშნავს ზანგი”.
მაგრამ ეს ამერიკის მხოლოდ ერთი შტატის, ერთი პატარა ქალაქის, მოთხოვნაა. ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შეუწყნარებლობის, უსამართლობის, სუსტისა და დაუცველის ჩაგვრის თემები ისევ აქტუალურია... აქტუალურია საქართველოშიც. რომანში აღწერილი 30-იანი წლების ამერიკის ქალაქი მეიკომბი, სადაც უამრავი ადამიანი დაუსაქმებელია, რომლის მცხოვრებლები ხვალინდელი დღის შიშით ცხოვრობენ, ცოტა არ იყოს, ჰგავს ჩვენს პატარა და დიდ ქალაქებს. რომანის მთავარი გმირი, - გოგონა, რომელსაც ქართულ თარგმანში “ჭყიტა” ჰქვია, -მართლაც რომ, ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს ამ სამყაროს. თბილისის საბავშვო საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი, პედაგოგი და მხატვარი ნანა ხოჭოლავა, აღნიშნავს, რომ ესაა სწორედ ორმაგი სტანდარტების სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ ჰარპერ ლის გმირები და რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ცხოვრობენ ჩვენი ბავშვები:
[ნანა ხოჭოლავას ხმა] “იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის ეს თემა, როცა მამა შინ და გარეთ ერთსა და იმავეს აკეთებს და ერთსა და იმავეს ამბობს... არ არის ორმაგი სტანდარტები, რომლითაც გარემოცულები ვართ ჩვენ და ჩვენი შვილები.
ბავშვთან როცა მიდიხარ, - საერთოდ, თუ გაქვს პრეტენზია, რომ ბავშვთან იმუშაო, - უნდა იყო აბსოლუტურად გულწრფელი. სიყალბეს არ გაპატიებენ, იმ თვალსაზრისით, რომ აღარ გენდობიან, და ამას მოჰყვება მთელი რიგი გაუგებრობები... და მეორე, სამართლიანობის განცდა, რომლის დიდი დეფიციტია ჩვენს საზოგადოებაში და რომელსაც ყველაზე მეტად ეწირებიან ხოლმე ბავშვები.” (სტილი დაცულია)
ქართველ პედაგოგებს, რომელთაც ჩვენ ჰარპერ ლის რომანზე გავესაუბრეთ, სჯერათ, რომ რეალურ სამყაროს ბავშვები არა ოჯახში, არამედ სწორედ სკოლაში შეეჯახება პირველად. სიმონ ჯანაშიას აზრით, თუკი ოჯახი თეორიულად მაინც შეიძლება გადავაქციოთ ერთგვარ აკვარიუმად, თუკი ოჯახს შეუძლია ნაწილობრივ მაინც გაემიჯნოს გარემოს, სკოლა, როგორც წესი, რეალობის, საზოგადოების ანარეკლია ხოლმე:
[სიმონ ჯანაშიას ხმა] “პატარა გოგო პირველად შეეჯახება რეალობას, როცა სკოლაში წავა. მანამდე ის მხოლოდ თავისი ოჯახის წევრია – თავგადასავლების სამყაროში ცხოვრობს, გადის სამყაროში და ეჯახება სიყალბის სამყაროს... პირველად ვერც იგებს, რატომ ეკითხება მასწავლებელი: რატომ იცი კითხვა, როდესაც მე უნდა გასწავლო ეს?... მამა კი უთანხმდება: მე შენ კიდევ წაგიკითხავ წიგნებს, მაგრამ მასწავლებელს არ უთხრა...”(სტილი დაცულია)
სიმონ ჯანაშია განათლების რეფორმის ერთ-ერთი ავტორია. იგი შეგვახსენებს, რომ რაღაც, რეფორმის მაგვარი, ხდება ჰარპერ ლის რომანშიც: აქაც ცდილობენ ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრებას ბავშვებში... მაგრამ, როცა ეს ფასეულობები ზემოდან არის ნაკარნახევი, როცა საზოგადოება ვერ ხვდება მათ მნიშვნელობას, ლიბერალიზმიც ფარისევლობაში გადადის ხოლმე:
[სიმონ ჯანაშიას ხმა] “წიგნის ერთ მონაკვეთში ეს ქალი უხსნის, რა საშინელებაა, რომ ებრაელებს ავიწროებენ, მეორე მომენტში კი ამბობს, ეს ზანგები რა გახდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვასწავლოთ ჭკუა... და ეს ბავშვი ვერ იგებს, რანაირად შეიძლება ეს ორი აზრი ერთსა და იმავე ადამიანში არსებობდეს... ბავშვს ასწავლიან, რას იზამ, ცხოვრება ასეთია... ცოტა ხანში მიხვდები, სკოლა რა არის... ბავშვი ხვდება, რომ სკოლაში არსებობს ორმაგი სტანდარტები.”(სტილიდაცულია)
ჰარპერ ლის წიგნში ბავშვებს სამი დიდი “სახელმძღვანელოს” სწავლა უწევთ – ოჯახური ურთიერთობების, სკოლის და სასამართლო სისტემის... მაგრამ მწერალი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ და მხოლოდ სწავლა ვერ აყალიბებს მოქალაქეს ადამიანში. ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ მეგზური – ისეთი, როგორიც ატიკუსია... მოზრდილებსაც სჭირდებათ მეგზური... ისეთი, როგორიცაა ჰარპერ ლის რომანი “მოკვდეს ჯაფარა?”... სიმონ ჯანაშიას თქმით, მოზრდილებსაც სჭირდებათ ხშირად იმის გააზრება, რომ ფორმულებით ცხოვრება შეუძლებელია:
[სიმონ ჯანაშიას ხმა] “ნაწარმოების ბოლოს ამბობს, სკოლაში ყველაფერი ვისწავლე, ალგებრის გარდაო... ანუ რეალურად ფორმულებს არ სწავლობს ადამიანი, იქ ხდება მისი ჩამოყალიბება ადამიანად... ჩვენთანაც, როცა სკოლაში ვმუშაობდი, მშობლები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ჩემი ბავშვი ასეთი და ასეთია... ჩვენ ვეუბნებოდით, თქვენ რა იცით, როგორია თქვენი შვილი, როცა ჩვენთანაა 8 საათის განმავლობაში და თქვენ ხედავთ სულ 2 საათი... ჩვენთან უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ.”(სტილი დაცულია)
1966 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ჰარპერ ლი კულტურის საქმეთა მრჩევლად დანიშნა. მან, ფაქტობრივად, დაწერა მხოლოდ ერთი რომანი, რომელიც მამის ხსოვნას მიუძღვნა, ამერიკელებისთვის იგი კვლავაც გმირია. ამიტომაც მიანიჭეს მას “ლირიკული ელეგანტურობისა და სამართლიანობისთვის მებრძოლის” წოდება, ამიტომაც იხსენებენ დღეს, ჰარპერ ლის დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად, “ჯაფარას” გმირებს - კეთილშობილების სიმბოლოს, ატიკუს ფინჩს, და მის ქალიშვილს, “ჭყიტას”, რომელიც სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებს.