Accessibility links

logo-print

დასრულდა “ვინდოუს ექს-პის” გაქართულების პროცესი


კომპანია ”იუ-ჯი-თიმ” თითქმის დაასრულა ”ვინდოუს ექს-პის” გაქართულების პროექტი, რომელსაც ის 2005 წლიდან ”მაიკროსოფტთან” ერთად ახორციელებს.

საქართველოში პოპულარული კომპიუტერის ოპერაციული სისტემის, ვინდოუსის, ქართული ინტერფეისის ოფიციალურად გამოშვება სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი ქართულენოვანი სისტემის ტესტირება მოეწყობა. 15 მაისს სასტუმრო ”თბილისი-მერიოტში” სწორედ ტესტირებისთვის განკუთვნილი ვინდოუსის ქართული ინტერფეისის ბეტა ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ვინდოუს ექს-პის ლოკალიზაციის პროექტში ჩართული იყო რამდენიმე პროფესიონალი ლინგვისტი და ათასამდე დაინტერესებული პირი. სულ ნათარგმნი იქნა 2 ათას 220 სიტყვა და 355 ათასი სიტყვისგან შემდგარი 80 ათასი ფრაზა.

[ალექსანდრე ჯეჯელავას ხმა] ”...როგორც ხედავთ, ძირითადი კომპონენტები არის ნათარგმნი...”

აი, ასე დაიწყო ქართული ვინდოუსის აღწერა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კომპანია იუ-ჯი-თის წარმომადგენელმა, 15 მაისს სასტუმრო “თბილისი-მერიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ ვინდოუსის ქართული ინტერფეისი არის მხოლოდ ბეტა ვერსია და მისი ნებისმიერი კრიტიკა თუ კომენტარი ხელს შეუწყობს ქართული ვერსიის სრულყოფას. ქართული ვინდოუს ექს-პის ტესტირების პროცესი გაიმართება სასწავლო ცენტრ ”აი-ტი-ნოლი-ჯიში”, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მუშაობაში გამოსცადოს ქართულენოვანი ინტერფეისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტი “ირმის ნახტომი” სულ სხვა ოპერაციულ სისტემას, ლინუქსს, ეყრდნობა. საინტერესოა, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს გაქართულებული ვინდოუსისა და ქართული ლინუქსის ტერმინები. ვინდოუსის ლოკალიზაციის ტექნიკურ მენეჯერს ნოშრე ჩხაიძეს მოვუსმინოთ.

[ნოშრე ჩხაიძის ხმა] ”შეჯერდა ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს...”

ამ ტექნიკური თუ ლინგვისტური პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ ყველაზე აქტუალურად ექსპერტებს ის მიაჩნიათ, თუ როგორ მიიღებს საზოგადოება ქართულენოვან ოპერაციულ სისტემას. პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაცია ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ხელმძღვანელის ზვიად კორძაძის კომენტარი:

[ზვიად კორძაძის ხმა] ”გლობალიზაციის ეპოქაში...”

მე ვინდოუსის მომხმარებელთა აზრითაც დავინტერესდი და ფოტოკორესპონდენტ ზვიად ნიკოლეიშვილს ვკითხე, დააყენებს თუ არა საკუთარ კომპიუტერზე ქართულ ვინდოუსს.

[ზვიად ნიკოლეიშვილს ხმა] ”არა მგონია...”

ვინდოუს ექს-პის ქართული ინტერფეისის ოფიციალური ვერსია 2006 წლის სექტემბრისთვის გამოჩნდება და მის უფასოდ მიღებას თუ ისტალაციას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
XS
SM
MD
LG