Accessibility links

ბესლანის ტერაქტის გამოძიების ვადა 1-ლ


ბესლანის ტერაქტის გამოძიების ვადა 1-ლ ივლისამდე გააგრძელეს - იტყობინება რუსეთის გენერალური პროკურორის

ბესლანის ტერაქტის გამოძიების ვადა 1-ლ ივლისამდე გააგრძელეს - იტყობინება რუსეთის გენერალური პროკურორის
მოადგილე ნიკოლაი შეპელი. სამშაბათს ჩრდილო ოსეთის უზენაესმა სასამართლომ ვლადიკავკაზში განაჩენი გამოუტანა ნურფაშა ყულაევს - ბესლანის სკოლაზე თავდასხმის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ მონაწილეს. კერძოდ, ყულაევი დამნაშავედ ცნეს "ტერაქტის მოწყობაში, მძევლების აყვანაში და მკვლელობებში ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში." ყულაევი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ უაიარაღოდ იყო და არავინ მოუკლავს. ბრალდმდებელი მხარე მისი სიკვდილით დასჯას მოითხოვს. 2004 წლის სექტემბერში ბესლანში მომხდარი ტერაქტის შედეგად 331 ადამიანი დაიღუპა. მათ ნახევარზე მეტს ბავშვები წარმოადგენდნენ.

XS
SM
MD
LG