Accessibility links

logo-print

ევროპარლამენეტში იმსჯელეს საანგარიშო მოხსენებაზე, რომელშიც


ევროპარლამენეტში იმსჯელეს საანგარიშო მოხსენებაზე, რომელშიც ასახულია, როგორ რეაგირებას ახდენს ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე.

ევროპარლამენეტში იმსჯელეს საანგარიშო მოხსენებაზე, რომელშიც ასახულია, როგორ რეაგირებას ახდენს ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე.
ანგარიშში ევროკავშირი გაკრიტიკებულია “ორმაგი სტანდარტების” გამო. ანგარიშის ავტორმა, პარლამენტარმა რიჩარდ ჰოუიტმა როგორც აღნიშნა: [ჰოუიტის ხმა] “განა ევროპა მართლაც თანმიმდევრულად იცავს ადამიანის უფლებებს, როცა არ ემხრობა ჩინეთის და რუსეთის გაკრიტიკებას (გაეროში), მაგრამ მზად არის, კრიტიკა გამოთქვას სტრატეგიულად ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყნების, მაგალითად ნეპალის ან ჩრდილოეთ კორეის მიმართ?” მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ხელი არ შეუწყო შარშან გაეროს რეზოლუციას ჩეჩნეთზე - რეზოლუციას, რომელსაც წინა წლებში მხარს უჭერდა ხოლმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირს არა აქვს უშუალო გავლენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG