Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო გამოფენა და მშენებლობის ბუმი საქართველოში


საქართველოს ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპების შესახებ და თავს იწონებს ამით. იმ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ დარგთა შორის,

რომლებიც, მართლაც, იზრდება, მშენებლობაცაა. სწორედ მისი ზრდის შესაბამისად გაფართოვდა წელს საამშენებლო პროდუქციისა და არქიტექტურის გამოფენა, რომელიც 17 მაისს ”ექსპოჯორჯიაში” გაიხსნა და 20 მაისამდე გასტანს. “ექსპოჯორჯიაში” მოწყობილ 60 სტენდზე 80-ზე მეტი კომპანიის სხვადასხვა სახის საამშენებლო პროდუქციაა წარმოდგენილი.

თავდაპირველად იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება საქართველოში მშენებლობის დარგი. ამას თბილისის ქუჩებისთვის ერთი თვალის შევლებაც ცხადყოფს - შენდება უამრავი საცხოვრებელი სახლი, მიმდინარეობს ძველის რეკონსტრუქცია. თუ როგორ აისახება ეს პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე, ამას სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის ზაზა ბროლაძის კომენტარიდან შეიტყობთ:

[ზაზა ბროლაძის ხმა] ”მშენებლობა გაიზარდა 22 პროცენტით...”

ტემპების შესაბამისად იზრდება საამშენებლო პროდუქციის წარმოება და იმპორტი. ამ სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და სიახლეების წარმოსაჩენად 17 მაისს თბილისში მშენებლობისა და არქიტექტურის გამოფენა გაიხსნა.

[ისმის ხმაური]

გამოფენის თითქმის ნახევარი თურქეთის კომპანიების სტენდებს უკავია. თურქეთში წარმოებული მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, პარკეტი, საღებავები, სანტექნიკა და ასე შემდეგ. ერთ-ერთ სტენდზე დიდი ზომის თურქულ დანადგარს წავაწყდი და სხვებთან ერთად დავინტერესდი, თუ რა იყო ეს მოწყობილობა.

[ხმაური] ”...ეს აწარმოებს პლასტმასის მილებს...”

მე ამ სტენდის ორგანიზატორს მეჰმედ სერიმის ვკითხე, თუ რამ გადააწყვეტინა საქართველოში ამ ახალი ტექნოლოგიის ჩამოტანა. მან თქვა, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ გადავწყვიტეთ, ბედი საქართველოშიც გვეცადაო.

[მეჰმედ სერიმის ხმა] ”..საქართველო ჩვენი ძმა და მეზობელია...”

ამ ფაქტორების გარდა, თურქეთის ბიზნესს საქართველოში დაწყებული სამშენებლო ბუმიც იზიდავს, ისევე როგორც მაღალხარისხიან შვედურ წარმოებას ”ინკორტრეიდ ინტერნეიშენალს”. მის ქართველ პარტნიორს ნათელა ხუციშვილს მოვუსმინოთ:

[ნათელა ხუციშვილის ხმა] ”... იმიტომ რომ საინტერესო გახდა საქართველო...”

უცხოური კომპანიების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია საამშენებლო მასალების ქართული წარმოებაც - კერამიკული ნაწარმი და მაღალი ხარისხის პარკეტიც კი.

[მამუკა ხოშტარიას ხმა] ”ბუმია ახლა საქართველოში მშენებლობის...”

ეს არის მამუკა ხოშტარია, კომპანია “კონი მენეჯმენტის” ტექნიკური მენეჯერი. მისი კომპანიის პროდუქციის ძირითადი ნაწილი საექსპორტო დანიშნულებისაა, თუმცა, როგორც შეიტყვეთ, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული ბაზარიც. ამ ბაზრისთვის განკუთვნილი კიდევ უამრავი პროდუქცია - ეზოს აუზები, ჯაკუზები, სანტექნიკა, მოსაპირკეთებელი მასალები, გამაცხელებლები და უამრავი სხვა რამ “ექსპოჯორჯიას” პავილიონში 20 მაისამდე იქნება გამოფენილი.
XS
SM
MD
LG