Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია თანახმაა გახსნას ნაცისტების პერიოდის არქივი


გერმანია დათანხმდა, საჯარო ხმარებისთვის გახსნას არქივი, რომელიც ზღვა მასალას შეიცავს მეორე მსფოლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დევნილი ადამიანების შესახებ.

ქალაქ ბად აროლსენში დაცულია 17 მილიონი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. ეს არის ჰოლოკოსტის შესახებ მსოფლიოში უდიდესი არქივი.

ნაცისტების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები ათასობით წიგნშია დაცული და გაანალიზებული. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უნივერსიტეტების მთელი განყოფილებები და მუზეუმები იკვლევს ჰოლოკოსტთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამიტომ შეიძლება გასაკვირად მოჩანდეს, რომ მკვლევართ აქამდე ხელი ვერ მიუწვდებოდათ ნაცისტური პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს არქივზე.

არქივში დაცულია ინფორმაცია 17 მილიონ მსხვერპლზე. დოკუმენტები მოკავშირეებმა მოაგროვეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განაგებდა.

1955 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, არქივის მფლობელია 11 ქვეყანა: შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ისრაელი, პოლონეთი და ლუქსემბურგში.

წლების მანძილზე არქივის გახსნის არაერთი მცდელობა იყო, მაგრამ გერმანია ეწინააღმდეგებოდა ამას. არქივში დაცული მასალების გაცნობა შეეძლოთ მხოლოდ თავად მსხვერლთ ან მათი ოჯახის წევრებს.

არქივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათს მიიღეს ლუქსემბურგში მისმა მფლობელმა მხარეებმა.

[ფრაკაპანეს ხმა] "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეები სხვადასხვა სახის მასალებს აგროვებდნენ. ამიტომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტებია ისტორიული თვალსაზრისით. აქ არის დოკუმენტები ადგილნაცვალი პირებისა და ჰოლოკოსტის მსხველთა შესახებ, ბანაკების ბინადართა სიები. უზარმაზარი რესურსია ჩვენ მკვლევართათვის."

ეს გახლდათ ჰოლოკოსტის შესახებ აღზრდის, ხსოვნისა და კვლევითი ცენტრის მდივანი კარელ ფრაკაპანე, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა.

შეკითხვაზე, თუ რამდენად უნდა ველოდეთ არქივში სენსაციური ცნობების პოვნას, ფრაკაპანემ გვითხრა:

[ფრაკაპანეს ხმა] "ძალიან გამიკვირდება, რამე დიდი აღმოჩენა რომ მოხდეს, როცა ეს არქივები საბოლოოდ გაიხსნება. მაგრამ როგორც უნდა იყოს, აქ მკვლევართათვის უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროებია თავმოყრილი. ეს არის, რაც გვახარებს ჩვენ, ჰოლოკოსტის შემსწავლელ გჯუფს, ვინაიდან ჩვენ ჰოლოკოსტის შესახებ აღმზრდელობით და კვლევით საქმიანობას ვემსახურებით."

არქივების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად აუცილებელია ამის თაობაზე შეთანხმების მიღწევა არქივის მფლობელ ქვეყნებს შორის.

მათი შემდეგი შეხვედრა მომავალ თვეში გაიმართება და გადაწყდება ბად აროლსენის არქივის ბედი.
XS
SM
MD
LG