Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში მოლაპარაკება გამართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში მოლაპარაკება გამართა
ევროპის პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრებთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა: [სერგეი ლავროვის ხმა] "ვფიქრობთ, შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ არა მარტო ევროპის საბჭოს დღის წესრიგისთვის ტრადიციული საკითხების განხილვასა და განვითარებაში, არამედ თანამშრომლობის გაფართოებაშიც ახალი მიმართულებებით. უწინარესად ეს ეხება უფრო ეფექტიანი საპასუხო ზომების ძიებას ტერორიზმის, ნარკოტრეფიკის, ორგანიზებული დანაშაულის, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საფრთხეებზე." ევროპის კავშირის წარმომადგენელმა, რომელმაც რადიო "თავისუფლებას" სთხოვა, მისი ვინაობა არ გავამხილოთ, გვაცნობა, რომ შეხვედრის მსვლელობაში ლავროვმა უარყო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რუსეთის მისამართით გამოთქმული კრიტიკა. გარდა ამისა, ლავროვმა დაიცვა მოსკოვის პოლიტიკა მოლდავეთისა და ბელორუსიის მიმართ.
XS
SM
MD
LG