Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა გერმანიის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ნოღაიდელი მოხსენებას გააკეთებს გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფრენციაზე, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის ქვეყნების, აშშ-ის, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მაღალი რანგის წარმომადგენლები. გარდა ამისა, სტუმრობის პროგრამაშია ნოღაიდელის შეხვედრები გერმანიის ხელისუფლების წევრებთან, კერძოდ, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან. 20 მაისს პრემიერ-მინისტრი ბერლინიდან დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG