Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები არ ეთანხმება გაეროს


შეერთებული შტატები არ ეთანხმება გაეროს შესაბამისი უწყების ანგარიშს,

შეერთებული შტატები არ ეთანხმება გაეროს შესაბამისი უწყების ანგარიშს,
რომელშიც ვაშინგტონის მისამართით გამოთქმულია მოწოდება, აღკვეთოს "წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ყველა გამოვლინება", რასაც ამერიკელი სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალი სჩადის დაკავებულთა მიმართ. ვაშინგტონში გამოსვლისას, თეთრი სახლის პრესმდივანმა ტონი სნოუმ გააკრიტიკა ანგარიშში გამოთქმული მოწოდება და განაცხადა, რომ პატიმრებს კარგად ექცევიან და მათი დაკითხვა აშშ-ის კანონების შესაბამისად ხდება. ხსენებული ანგარიში დღეს, ჟენევაში გამოაქვეყნა გაეროს კომიტეტმა წამების წინააღმდეგ. კომიტეტის თქმით, ვაშინგტონმა უნდა დახუროს უცხოეთში მოქმედი საიდუმლო საპატიმროები.
XS
SM
MD
LG