Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხრეთში თალიბები თავს დაესხნენ


ავღანეთის სამხრეთში თალიბები თავს დაესხნენ სამთავრობო ჯარების ორ რაზმს.

ავღანეთის სამხრეთში თალიბები თავს დაესხნენ სამთავრობო ჯარების ორ რაზმს.
პროვინცია ჰილმენდში გუშინდელი შეტაკებების შედეგად დაიღუპა ავღანეთის ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. მოკლულია ექვსი თალიბი. დღეს პროვინცია ზაბულში ბრძოლაში მოკლულ იქნა ოთხი თალიბი. პროვინცია უზურგანში თალიბებთან შეტაკებისას დაიღუპა ამერიკის სამხედრო მოსამსახურე, ექვსი დაიჭრა. პროვინცია ყანდაარში თალიბებთან ბრძოლაში დაიღუპა საფრანგეთის ორი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG