Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ღაზაში ისრაელის საავიაციო დარტყმის


ქალაქ ღაზაში ისრაელის საავიაციო დარტყმის შედეგად მოკლულია პალესტინურ დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის"

ქალაქ ღაზაში ისრაელის საავიაციო დარტყმის შედეგად მოკლულია პალესტინურ დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის"
ერთ-ერთი ლიდერი და სამი გამვლელი. ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. მანამდე პალესტინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ტარეკ აბუ რაჯაბი სეროზულად დაიჭრა ბობმის აფეთქების შედეგად. ბომბი დღეს აფეთქდა ქალაქ ღაზაში, დაზვერვის შტაბ-ბინის წინ. მისი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს მათ შეფზე თავდასხმა იყო. მოკლულია მისი პირადი მცველი, დაიჭრა კიდევ 5 ადამიანი. რაჯაბი პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის თანამებრძოლია. უკანასკნელ ხანებში ავტონომიაში უშიშროების ძალებზე კონტროლის გამო გამწვავდა კონფლიქტი აბასსა და მმართველ მოძრაობა ჰამასს შორის.

XS
SM
MD
LG