Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გაიმართა ახალი მთავრობის პირველი


ერაყში გაიმართა ახალი მთავრობის პირველი სხდომა. პრემიერ-მინისტრი ნური ქამილ ალ-მალიკი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა

ერაყში გაიმართა ახალი მთავრობის პირველი სხდომა. პრემიერ-მინისტრი ნური ქამილ ალ-მალიკი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა
და განაცხადა, რომ შეეცდება, შეამციროს საზოგადოებაში მეამბოხეების მხარდაჭერა ეროვნული შერიგების პროცესის ხელშეწყობით, ერაყის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ბაღდადში საგანგებო უსაფრთხოების ძალების ჩამოყალიბებით. მან პირობა დადო, რომ მთავრობა ყველა ზომას მიმართავს ერაყში მეამბოხეების წინააღმდეგ.
ერაყში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 5 თვე აღმოჩნდა საჭირო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ის შაბათს, 20 მაისს დაამტკიცა პარლამენტმა. ძალადობა კი ჯერ კიდევ გრძელდება: ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ბომბი აფეთქდა ბაღდადში, ხალხით სავსე რესტორანში, მოკლა 13-მდე ადამიანი, დაჭრილია 17 კაცი. სულ დღეს ბაღდადში ამ და სხვა იერიშებმა, სულ მცირე, 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG