Accessibility links

პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეგვიპტეში


პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეგვიპტეში შეხვდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ციპი ლივნის.

პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ეგვიპტეში შეხვდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ციპი ლივნის.
ეს არის ორი მხარის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პალესტინელების საპარლამენტო არჩევნებში გასამხედროებულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" გაიმარჯვა. ისრაელის რადიოს ცნობით, ლივნი და აბასი ეცდებიან, დაამყარონ საკომუნიკაციო გზა ისე, რომ "ჰამასი" მოლაპარაკებაში არ ჩართონ. აბასს სურს ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება, მაშინ როცა ჰამასი უარს ამბობს ისრაელის სახელმწიფოს ცნობაზე და ასევე უარს ამბობს განიარაღებაზე. მისი პოზიციის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა შეწყვიტეს პალესტინელებისთვის დახმარების მიწოდება. ისრაელის მთავრობამ კი დღეს იერუსალემში მიიღო გადაწყვეტილება, პალესტინელებისთვის მოკრებილი 11 მლნ დოლარი საბაჟო შემოსავალი გადასცეს პალესტინელებს, მათს ტერიტორიებზე სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.
XS
SM
MD
LG