Accessibility links

logo-print

ქაბულში დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა თვითმკვლელმა


ქაბულში დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ამფეთქებელი.

ქაბულში დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ამფეთქებელი.
აფეთქება მოხდა გზაზე, რომლითაც დაკავშირებულია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციისა და ნატოს მასტაბილიზებელი ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზა. მაგრამ სამხედროებს არაფერი დაშავებიათ. დღესვე ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რანგინ დადფარ სპანტამ განაცხადა, რომ თალიბანის ლიდერები პაკისტანში ცხოვრობენ და პაკისტანიდანვე მიმდინარეობს ავღანეთში თავდასხმების კოორდინირება. ამ ბრალდებით მინისტრი ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა.
XS
SM
MD
LG