Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში რეფერენდუმი ჩატარდა სერბიასთან კავშირში


ჩერნოგორიაში რეფერენდუმი ჩატარდა სერბიასთან კავშირში დარჩენის შესახებ. მონაწილეთა 55-ზე ოდნავ მეტმა

ჩერნოგორიაში რეფერენდუმი ჩატარდა სერბიასთან კავშირში დარჩენის შესახებ. მონაწილეთა 55-ზე ოდნავ მეტმა
პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. 45 პროცენტის აზრით, ჩერნოგორია სერბიასთან კავშირში უნდა დარჩეს. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო არჩევის უფლების მქონეთა 86-მა პროცენტმა. ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელმა ამადეუ ასტაფაი ტარდიომ ქება გამოთქვა რეფერენუმის მიმდინარეობის თაობაზე
(ტარდიოს ხმა)
“ევროკომისია კმაყოფილებით აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით რეფერენდუმმა ჩერნოგორიაში მშვიდად ჩაიარა, ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა კი, ამ კენჭისყრის კანონიერებისთვის აუცილებელი იყო.”
წარმომადგენლის თანახმად, ჩერნოგორიას ახლა მართებს გაზარდოს ადმინისტრაციული მოცულობა, პირველ რიგში კი ევროკავშირთან ურთიერთობის ორგანიზება.
ეუთომ განაცხადა, რომ რეფერუნდუმი მისი და ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა.
XS
SM
MD
LG