Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციამ იგორ გიორგაძეს, შესაძლოა


რუსეთის ფედერაციამ იგორ გიორგაძეს, შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

რუსეთის ფედერაციამ იგორ გიორგაძეს, შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ამ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილის ვლადიმირ კოლესნიკოვის განცხადებას, რომლის თანახმად, იგი ყურადღებით გაეცნო გიორგაძის ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოს მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებს. კოლესნიკოვის თქმით, თუ გიორგაძე დაუკავშირდება შესაბამის ორგანოებს, მის განცხადებას განიხილავენ და რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემენ. პარტია "სამართლიანობის" ლიდერი და საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე 1995 წელიდან იძებნება ინტერპოლის მიერ. იგი ეჭვმიტანილია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის ორგანიზებაში.
XS
SM
MD
LG