Accessibility links

logo-print

ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თავრიზში


ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თავრიზში დააკავეს ადგილობრივი აზერბაიჯანული უმცირესობის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციის 54 მონაწილე.

ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თავრიზში დააკავეს ადგილობრივი აზერბაიჯანული უმცირესობის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციის 54 მონაწილე.
ამის შესახებ იტყობინება ქალაქის პროკურორი იუსიფ ფირუზი. გუშინ მომხდარი არეულობის მიზეზი გახდა სამთავრობო გაზეთში დაბეჭდილი აზერბაიჯანულად მოლაპარაკე ტარაკანის კარიკატურა. პოლიციასთან შეტაკებაში ერთი დემონსტრანტი დაიჭრა. ირანის ხელისუფლებამ დღეს გამოაცხადა გაზეთის დახურვისა და მთავარი რედაქტორისა და კარიკატურისტის დაპატიმრების შესახებ.

XS
SM
MD
LG