Accessibility links

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს ირანის "მტრები" გააფრთხილა, არ დაესხან თავს მის ქვეყანას.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს ირანის "მტრები" გააფრთხილა, არ დაესხან თავს მის ქვეყანას.
აჰმადინეჟადმა დღეს ქალაქ ხორამშარში გამოსვლისას აღნიშნა, რომ აგრესორები ირანისაგან "ისტორიულ დარტყმას" მიიღებენ. დღესვე პრეზიდენტი შეეხო ირანის ბოლო მიღწევას ბირთვული პროგრამის სფეროში. [აჰმადინეჟადის ხმა] “ჩვენმა ერმა დაიპყრო მეცნიერების უმაღლესი მწვერვალები თავისი მონდომებისა და ძალისხმევის წყალობით. და დღეს ამაყად ვაცხადებ, რომ ირანი ფლობს ბირთვული საწვავის სრულ ციკლს მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოსაყენებლად”. აჰმადინეჟადის ამ განცხადების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ აშშ ირანს ადანაშაულებს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში და ცდილობს, ირანს შეაწყვეტინოს ურანის გამდიდრების პროცესი.
XS
SM
MD
LG