Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს


ვაშინგტონში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა

ვაშინგტონში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა
მოჰამედ ელ ბარადეიმ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ითათბირა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან. შეხვედრის შემდეგ ელ ბარადეიმ ჟურნალისტებს განუცხადა: [ელ ბარადეის ხმა] "როგორც მოგეხსენებათ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ თეირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. აუცილებელია, ირანის ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მან თავისი პოზიცია ერთგვარ შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს მსოფლიო თანამეგობრობის მოთხოვნებთან. პროდუქტიული დიალოგი მხოლოდ მას მერე დაიწყება, რაც ეს მოხდება." შეერთებულმა შტატებმა კვლავ განაცხადა, რომ პირდაპირ დიალოგში არ შევა თეირანთან, სანამ ის არ შეაჩერებს გამდიდრებული ურანის წარმოებას.
XS
SM
MD
LG