Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა დღეს მაღალი შეფასება


თეთრმა სახლმა დღეს მაღალი შეფასება მისცა კომპანია "ენრონის" საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს.

თეთრმა სახლმა დღეს მაღალი შეფასება მისცა კომპანია "ენრონის" საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის, ტონი სნოუს თქმით, იუსტიციის სამინისტრო ასევე ენერგიულად მოეკიდება სხვა კორპორაციულ დანაშაულებებს. "ენრონის" ხელმძღვანელები კენეთ ლეი და ჯეფრი სკილინგი დღეს სასამართლომ თაღლითობასა და კონსპირაციაში ცნო დამნაშავედ. 2001 წელს ენერგოგიგანტ "ენრონის" გაკოტრება ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი იყო ამერიკის კომანიების ისტორიაში.

XS
SM
MD
LG