Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, და ბრიტანეთის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, და ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა, აღიარეს, რომ ერაყის ომში შეცდომები იყო დაშვებული. თუმცა, ამავე დროს, განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ერაყიდან ჯარების გაყვანა ნაადრევია - და საერთაშორისო თანამეგობრობას ერაყის ახალი მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ხუთშაბათს საღამოს თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბუშმა განაცხადა, რომ შეცდომების, და მასობრივი განადგურების იარაღის ძიებაში წარუმატებლობის მიუხედავად, მას ერაყში შესვლა მაინც სწორ ქმედებად მიაჩნია. [ბუშის ხმა]: ”მასობრივი განადგურების იარაღი - რომელიც, დარწმუნებულები ვიყავით, იქ არსებობდა - ვერ ვიპოვეთ. ამის შედეგად, გაჩნდა შეკითხვა - ღირდა თუ არა ერაყში მსხვერპლის გაღება. შეფერხებების, და შეცდომების მიუხედავად, მე მტკიცედ მჯერა, რომ მაინც სწორ საქმეს ვაკეთებთ”. ბუშის თქმით, აბუ ღრაიბის ციხეში პატიმართა წამება შეერთებული შტატების მიერ ერაყში ჩადენილი ”ყველაზე დიდი შეცდომა” იყო.
XS
SM
MD
LG