Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოთაქი, აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოთაქი, აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები
თეირანის ატომური პროგრამის გამო ირანზე სამხედრო თავდასხმას განახორციელებს, თეირანი ამას საპასუხო დარტყმით უპასუხებს. მოთაქიმ ეს განცხადება ერაყში გააკეთა, ერაყის პრემიერ-მინისრტთან, ნური ქამილ ალ-მალიქისთან შეხვედრის შემდეგ. ამ განცხადებამდე, მოთაქიმ შეერთებულ შტატებთან ერაყის საკითხის ირგვლივ მოლაპარაკების გამართვა ამ ეტაპისთვის გამორიცხა. ერაყში შეერთებული შტატების ელჩს, ზალმაი ხალილზადს, ნათქვამი აქვს რომ ირანთან ერაყის თაობაზე მოლაპარაკების წარმოებისთვის მზად არის. მაგრამ მოთაქიმ დღეს განაცხადა, რომ ამერიკამ ერაყის საკითხით თეირანის თავდაპირველი დაინტერესება არასწორად გამოიყენა.
XS
SM
MD
LG