Accessibility links

logo-print

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან


რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
საზეიმო სამხედრო აღლუმი ჩატარდა. აღლუმი ქვეყნის მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა. სამთავრობო ტრიბუნასთან იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები – თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ზეიმში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა სტუმრებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. რუსთაველის გამზირზე 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ, 5000-მდე რეზერვისტმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 400-მდე ჯარისკაცმა ჩაიარა. მოედანზე გამოვიდა საბრძოლო ტექნიკა. ავიაციამ კი ჰაერში საჩვენებელ ფრენები განახორციელა. აღლუმზე საქართველოს ჰიმნი და სამხედრო მარშები ქართულ-ფრანგულმა ორკესტრმა შეასრულა. აღლუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სიტყვით მიმართა. [სააკაშვილის ხმა]: ”ჩვენი არმიის სახით, ჩვენ ვესალმებით ახალ საქართველოს. ვესალმებით საქართველოს, რომლითაც უნდა იამაყოს ყოველმა ქართველმა; საქართველოს, რომელიც არასოდეს დაუხრის თავს მტერს; საქართველოს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის, და ეროვნული ინტერესების, დაცვა”. სააკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მალე აფხაზებთან და ოსებთან ერთად იზეიმებს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა, სადაც საბჭოთა სამსახურების მიერ ათასობით ქართველის გადასახლების და დახვრეტის ქრონიკაა გამოფენილი.
XS
SM
MD
LG