Accessibility links

logo-print

ბერლინში ახალგაზრდა კაცმა დანით დაჭრა


ბერლინში ახალგაზრდა კაცმა დანით დაჭრა გამვლელები - სულ მცირე, 27 ადამიანი

ბერლინში ახალგაზრდა კაცმა დანით დაჭრა გამვლელები - სულ მცირე, 27 ადამიანი
- მას შემდეგ, რაც ბერლინში რკინიგზის ახალი სადგურის გახსნის ცერემონია გაიმართა. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მათს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბერლინის პოლიციის პრეს-მდივან, ბერნარდ შოდროვსკის განცხადებით, პოლიცია ცდილობს, დააგინოს ბერლინელი ტინეიჯერის მოტივები. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გახსნა ბერლინის ახალი ცენტრალური სარკინიგზო სადგური, ამ ცერემონიას კი მოჰყვა ლაზერ შოუ, რომელსაც ათასობით ბერლინელი დაესწრო.
XS
SM
MD
LG