Accessibility links

ყირგიზეთში გაიმართა დემონსტრაცია კონსტიტუციური რეფორმისა


ყირგიზეთში გაიმართა დემონსტრაცია კონსტიტუციური რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლაში გააქტიურების მოთხოვნით.

ყირგიზეთში გაიმართა დემონსტრაცია კონსტიტუციური რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლაში გააქტიურების მოთხოვნით.
დემონსტრაციაში მონაწილეობდა ოპოზიციურ "მოძრაობა რეფორმებისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასობით მომხრე. ორგანიზაციის “მოძრაობა რეფორმებისთვის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ომურბეკ ტეკებაევმა, შეკრებილებს მიმართა, და განაცხადა, რომ დემონსტრაციაზე შეიკრიბა ხალხი, ვინც გულგრილი არ არის ქვეყნის მომავალისადმი. ისინი, ტეკებაევის თქმით, დემონსტრაციაზე მივიდნენ მთავრობის კარზე დასაკაკუნებლად, მათთვის წინსაარჩევნო დაპირების შესახსენებლად. თუ ამ დაპირებას არ შეასრულებენ, ხალხი მთავრობის გადადგომას მოითხოვს, ამბობს ოპოზიციონერი ტეკებაევი.
XS
SM
MD
LG