Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ორი


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ორი დღით ეწვია ირანს.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ორი დღით ეწვია ირანს.
დაგეგმილია მისი შეხვედრა ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან, მოლაპარაკება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან. მიმდინარე თვეში კარზაის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ავღანეთი მზად არის, იშუამავლოს აშშ-სა და ირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირებაში და რომ კარზაი ამ საშუამავლო ინიციატივის შესახებ თეირანშიც ისაუბრებს. მაგრამ ირანის საგარეო უწყებამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დღის წესრიგში არ დგას ირანის ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG