Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრამ ინდონეზიის კუნძულ იავაზე 3000-ზე


მიწისძვრამ ინდონეზიის კუნძულ იავაზე 3000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია ათასობით კაცი.

მიწისძვრამ ინდონეზიის კუნძულ იავაზე 3000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია ათასობით კაცი.
მიწისძვრა მოხდა, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათისთვის, მისი სიმძლავრე 6,2 აღწევდა. ბიძგებმა დიდი ზარალი გამოიწვია ქალაქ იოგიაკარტაში, რომელიც ეპიცენტრის მახლობლად მდებარეობს. ქალაქის აეროპორტი დახურეს. შიშობენ, რომ ბევრია მოყოლილი შენობათა ნანგრევებში. ინდონეზიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა, რაჰმანმა დღეს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ
გრძელდება მუშაობა მსხვერპლის აღრიცხვაზე და რომ დაშავებულთა რიცხვმა, შესაძლოა 3000-ს გადააჭარბოს. რაჰმანის ორგანიზაციის შეფასებით, უსახლკაროდ დარჩენილთა რიცხვი 200 000-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG