Accessibility links

logo-print

მიანმარის (ყოფილი ბირმის) მმართველმა სამხედრო


მიანმარის (ყოფილი ბირმის) მმართველმა სამხედრო რეჟიმმა გააგრძელა ოპოზიციის ლიდერის შინაური პატიმრობის ვადა.

მიანმარის (ყოფილი ბირმის) მმართველმა სამხედრო რეჟიმმა გააგრძელა ოპოზიციის ლიდერის შინაური პატიმრობის ვადა.
ოპოზიციის ლიდერი ქალი, სუ კი ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატია და მისი პატიმრობის ვადა დღეს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ, ოფიციალური პირების თქმით, პატიმრობის ვადა კიდევ ერთი წლით გააგრძელეს. ამ ნაბიჯით მიანმარის მმართველმა რეჟიმმა უგულებელყო გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის მოწოდება, გამოუშვან სუ კი, რომელმაც ბოლო 17 წლის მანძილზე 10 წელიწადი პატიმრობაში გაატარა. ბოლოს ის 2003 წლის მაისში დააკავეს.
XS
SM
MD
LG