Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის კუნძულ იავაზე შაბათს მომხდარი


ინდონეზიის კუნძულ იავაზე შაბათს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 4600-ს გადააჭარბა.

ინდონეზიის კუნძულ იავაზე შაბათს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 4600-ს გადააჭარბა.
მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ვიცე-პრეზიდენტ იუსუფ კალას თქმით, საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა მთავრობას დაზიანებული რაიონის რეაბილიტაციისთვის ერთი წელიწადი დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ადგილას საკმარისი საკვები, სასმელი წყალი და კარვები არ არის. ერთ-ერთი ექიმის თქმით, რეგიონს მწვავედ სჭირდება სამედიცინო დახმარება: [ექიმის ხმა]: ”ამ ეტაპზე ყველაფერზე მეტად მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურაა საჭირო. ძალიან ბევრი დაშავებულია, და ამის გამო უამრავი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბიოტიკი გვჭირდება”.
კატასტროფით დაშავებულთათვის მსხვილი საერთაშორისო დახმარებაა გამოყოფილი, მაგრამ ჯერჯერობით მიწისძვრის რაიონში ბევრი არაფერი ჩასულა.
XS
SM
MD
LG