Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმოშობით გერმანელმა რომის პაპმა ბენედიქტემ


წარმოშობით გერმანელმა რომის პაპმა ბენედიქტემ დღეს პოლონეთში ოსვენციმის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი მოინახულა.

წარმოშობით გერმანელმა რომის პაპმა ბენედიქტემ დღეს პოლონეთში ოსვენციმის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი მოინახულა.
პაპის განცხადებით, ნანახმა მასზე უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა. პაპის თქმით, როგორც ”გერმანელი ხალხის შვილი”, ის გმობს იმ მასობრივ დანაშაულს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში ღმერთის და ადამიანის წინაშე ჩაიდინეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ბანაკში მილიონნახევარი ადამიანი მოკლეს. მათი უმეტესობა ებრაელი იყო - თუმცა ოსვენციმში ბევრი რუსი, პოლონელი, ბოშა, გერმანელი, და სხვა ეროვნების ადამიანი დაიღუპა.
ოსვენციმში ჩასვლამდე, პაპმა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მსახურება ჩაატარა, რომელსაც 900 ათასი ადამიანი დაესწრო.
პაპის პოლონეთში ვიზიტი ოსვენციმის ბანაკის მონახულებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG