Accessibility links

logo-print

ირანის უზენაესმა სულიერმა წინამძღოლმა, აიათოლა


ირანის უზენაესმა სულიერმა წინამძღოლმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანმა ატომური პროგრამა არ უნდა შეწყვიტოს.

ირანის უზენაესმა სულიერმა წინამძღოლმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანმა ატომური პროგრამა არ უნდა შეწყვიტოს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანელი სპეციალისტები ატომური საწვავის ციკლს დაეუფლენ, და ამით ქვეყნის ენერგეტიკული მომავალი ეზრუნველყვეს. ირანის უზენაესი წინამძღოლის განცხადება თეირანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, იგორ ივანოვის, და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი კისლიაკის ვიზიტს დაემთხვა. რუსმა პოლიტიკოსებმა ირანის ოფიციალურ პირებთან ერთად ირანის ატომური პროგრამის შესახებ იმსჯელეს. სხვებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობა ატომური პროგრამის საკითხებში ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, ალი ლარიჯანიმ მიიღო. თეირანის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირანის და რუსეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ირანის ატომური პროგრამის საკითხის ირგვლივ შექმნილი დაპირისპირების დიპლომატიური გზებით გადაჭრის საქმეში ითანამშრომლებენ.
XS
SM
MD
LG