Accessibility links

logo-print

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარება


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარება შენარჩუნდა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარება შენარჩუნდა.
ცხინვალის ჩაკეტვის გამო, პატარა ლიახვის ხეობიდან დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევდა გადასვლა. დღის მეორე ნახევარში ცხინვალზე გასასვლელი გზა გაიხსნა - თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ბევრმა ამ გზით სარგებლობა მაინც ვერ გაბედა. პარალელურად, კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის როტაცია დასრულდა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა, პაატა ბედიანაშვილმა აცნობა, ჩანაცვლებამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG