Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში დღეს კომენდანტის საათი გამოცხადდა


ქაბულში დღეს კომენდანტის საათი გამოცხადდა, მას მერე რაც არეულობა დაიწყო. ბოლო ცნობით, 8 კაცი დაიღუპა,

ქაბულში დღეს კომენდანტის საათი გამოცხადდა, მას მერე რაც არეულობა დაიწყო. ბოლო ცნობით, 8 კაცი დაიღუპა,
ათეულობით დაშავდა. დღეს საავტომობილო ავარიის შემდეგ არეულობისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ავარიაში ამერიკელი სამხედროები არიან გარეული. ავღანეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ავარიამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. შემთხვევის ადგილას, ხალხმა ქვები დაუშინა ჯარისკაცებს. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამტროდ განწყობილ ხალხს ამერიკელმა სამხედროებმა შეიძლება ესროლეს. მისივე თქმით, კოალიცია სინანულს გამოთქვამს დაღუპულთა და დაჭრილთა გამო. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან, აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოებთან მივიდნენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ სატელევიზიო მიმართვაში ხალხს მოუწოდა სიმშვიდისკენ და არეულობის წამქეზებლებს ქვეყნის მტრები უწოდა.
ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში კოალიციის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათეულობით მეამბოხე დაიხოცა.
XS
SM
MD
LG